ICDP - ბავშვებთან ჰარმონიული ურთიერთობისათვის

ICDP - ბავშვებთან ჰარმონიული ურთიერთობისათვის
ICDP - ბავშვთა განვითარების საერთაშორისო პროგრამა - ურთიერთობაზე დაფუძნებული მსუბუქი, პრევენციული და ჯანმრთელობის ხელშემწყობი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებისა და მოზარდების ზრუნვისა და აღზრდის პროცესის გაძლიერებას მზრუნველების გაძლიერების გზით. პროგრამა ჰარმონიული და ჯანსაღი ურთიერთობის 8 პრინციპს გვთავაზობს, რომელიც 3 სახის დიალოგად იყოფა და ეფუძნება სახლის აგების პრინციპს. ჩვენი შეხვედრებიც ნიადაგის, ფუნდამენტის, სართულებისა და სახურავის ელემენტებით არის აგებული და მოიცავს ბავშვებთან ემოციური (უპირობო სიყვარული, როგორც ფუნდამენტი), მნიშვნელობის მინიჭებისა (სამყაროს გააზრება და შემეცნება, როგორც სართულები) და რეგულაციური (საზღვრების პოზიტიურად დაწესება და უნარების განვითარება, როგორც სახურავი) დიალოგების წარმოებას. ICDP 1990 -იან წლებში ოსლოს უნივერსიტეტშია შექმნილი პროფესორ კარსტენ ჰუნდეიდესა და ჰენინგ რიეს მიერ და ახლა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხდება მისი გამოყენება.