იუნგიანური ქოუჩინგი და სიმბოლური აზროვნება

იუნგიანური ქოუჩინგი და სიმბოლური აზროვნება
თარიღები: 23–25 ოქტომბერი, 11:00–18:00 ადგილი: ლუმოსი, საირმის ქუჩა #71 ენა: ქართული ტრენერი: ნინო ბერუაშვილი, PCC ICF, MCS იუნგიანური ქოუჩინგი აერთიანებს კარლ იუნგის ანალიტიკური ფსიქოლოგიის ხედვებს პრაქტიკულ, მიზანზე ორიენტირებულ ქოუჩინგთან. მეთოდი მუშაობს არა მხოლოდ კლიენტის ცნობიერ დილემასთან, არამედ სიმბოლოებთან, მეტაფორებთან, არქეტიპებთან და არაცნობიერის სხვა გამოვლინებებთან, რომლებიც კლიენტს ეხმარება ახალი პერსპექტივებისა და მნიშვნელოვანი ცვლილებების აღმოჩენაში. ტრენინგის მიზანია მონაწილეებს გააცნოს იუნგიანური ქოუჩინგის მიდგომის ძირითადი კონცეფციები და პრაქტიკული ინსტრუმენტები (Ego-Self Dialogue; Human Psyche). ვისთვისაა განკუთვნილი ეს ტრენინგი? - პროფესიონალი და დამწყები ქოუჩებისთვის - ფსიქოლოგებისა და კონსულტანტებისთვის - HR პროფესიონალებისთვის - ლიდერებისა და მენეჯერებისთვის - ნებისმიერისთვის, ვისაც აინტერესებს ქოუჩინგისა და იუნგის ფსიქოლოგიის შერწყმა - მათთვის, ვისაც აინტერესებს ქოუჩინგის შესწავლა (ტრენინგი წარმოადგენს იუნგიანური საერთაშორისო სკოლის ICF აკრედიტირებული პირველი დონის პროგრამის პირველ მოდულს და მსურველებს შეეძლებათ სწავლის გაგრძელება დანარჩენი მოდულების გასავლელად და Level 1 დონის სერთიფიკატის აღება) ქოუჩინგში წინარე გამოცდილების არმქონე მონაწილეებისთვის, პირისპირ ტრენინგამდე ჩატარდება ორი ონლაინ მოსამზადებელი სესია (20–22 ოქტომბერი | 19:00–22:00). ისინი გაგაცნობთ ქოუჩინგის საფუძვლებს და დაგეხმარებათ პირისპირ ტრენინგისთვის საჭირო ცოდნის მიღებაში. ტრენინგი აკრედიტირებულია ICF-ის მიერ (18 CCE). ღირებულება: - Early bird (10 ოქტომბრამდე): €325