1. მომსახურებას ახორციელებენ პარტნიორი ობიექტები. BeOn უზრუნველყოფს მხოლოდ პლატფორმაზე წვდომასა და წევრობის ადმინისტრირებას.
2. წევრობის საფასური გადაიხდება წინასწარ და აქტიურდება გადახდის დადასტურების შემდეგ.
3. წევრობა მოქმედებს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში და არის პერსონალური - მისი სხვა პირზე გადაცემა დაუშვებელია.
4. სერვისების გამოყენება შესაძლებელია წინასწარი დაჯავშნით, პარტნიორი ობიექტების ხელმისაწვდომობის შესაბამისად.
5. BeOn არ აგებს პასუხისმგებლობას პარტნიორი ობიექტების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ გარემოებებზე.
6. BeOn არ იღებს პასუხისმგებლობას პარტნიორი ობიექტების მიერ მომსახურების კონკრეტულ დროსა და თარიღზე ხელმისაწვდომობაზე, მათ შორის თავისუფალი ადგილების, სესიების, ჯავშნის ან სხვა რესურსის არარსებობის შემთხვევაში. აღნიშნული გარემოებების მართვა და მათზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება შესაბამის პარტნიორ ობიექტს.
7. სააბონენტო გადასახადი ჩამოიჭრება ავტომატურად შესაბამისი გადახდის თარიღზე. წევრობის შეწყვეტის სურვილის შემთხვევაში, აუცილებელია BeOn-ისთვის შეტყობინების გამოგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე არანაკლებ 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო პერიოდის გადასახადი ავტომატურად ჩამოიჭრება.
8. თანხის ავტომატურ ჩამოჭრამდე 2 დღით ადრე გამოგიგზავნით შემახსენებელ SMS-ს. თუ გადახდის თარიღზე ანგარიშზე საკმარისი თანხა არ იქნება, წევრობის სტატუსი ავტომატურად შეჩერდება. ანგარიშის შევსებისა და თანხის წარმატებით ჩამოჭრისთანავე სტატუსი ავტომატურად აღდგება და ახალი 30 კალენდარული დღე ამოქმედდება აღნიშნული თარიღიდან.
9. ვეთანხმები, რომ ჩემი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს მხოლოდ მომსახურების ადმინისტრირების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.